აშშ-ში TikTok მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმის აკრძალვა შაბათს ოფიციალურად შევიდა ძალაში.
შაბათს ღამით, მომხმარებლებს, რომლებმაც TikTok-ის აპლიკაცია გახსნეს, დახვდათ შეტყობინება:
"ბოდიში, TikTok ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი. აშშ-ში ამოქმედდა კანონი, რომელიც კრძალავს TikTok-ს. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ვერ გამოიყენებთ TikTok-ს. ჩვენ გაგვიმართლა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მიუთითა, რომ ის ჩვენთან ერთად იმუშავებს TikTok-ის აღდგენის გადაწყვეტაზე, როგორც კი ის თანამდებობას დაიკავებს. გთხოვთ დარჩით ხაზზე."
აპი ასევე წაიშალა Apple-ისა და Google-ის აპლიკაციების მაღაზიებიდან აშშ-ში, რის გამოც მისი ჩამოტვირთვა მიუწვდომელია.
TikTok-ს აშშ-ში 170 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.