სირიამ რუსეთიდან, ირანიდან და ისრაელიდან საქონლის იმპორტი აკრძალა

გამოქვეყნდა:

სირიის ახალმა ადმინისტრაციამ აჰმედ ალ შარაას მეთაურობით, ირანში, რუსეთსა და ისრაელში წარმოებული საქონლის სირიაში შეტანა აკრძალა. ეს ნაბიჯი მოჰყვა ბოლო ცირკულარს, რომელიც კრძალავს პირების შესვლას ირანიდან და ისრაელიდან. 

alarabiya.net-ის ინფორმაციით, ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ადგილობრივ ბაზრებზე მრავალფეროვანი იმპორტირებული საქონელი გამოჩნდა, მათ შორის წყალი თურქეთიდან, საკვები პროდუქტები საუდის არაბეთიდან, დასავლური შოკოლადები Twix და Snickers, ასევე Pepsi და სხვა გლობალური ბრენდები.

ეკონომიკის მხარდასაჭერად დე ფაქტო მთავრობამ გამოაცხადა დოლარით ვაჭრობის ნებართვა და დაამტკიცა ერთიანი საბაჟო გადასახადების შემცირება. მათი განცხადებით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ნედლეულის იმპორტის ხელშეწყობას ადგილობრივი მწარმოებლების მხარდასაჭერად, ეკონომიკური აქტივობის გაზრდისა და მრეწველობის სტიმულირებისთვის.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი