ადვოკატის თქმით, პოლიციას შეეშალა და კვარაცხელია და ტყემალაძე სხვა ადამიანების ნაცვლად დააკავა

გამოქვეყნდა:

ადვოკატ მარიამ მაღრაძის თანახმად, რუსთაველის მეტროსთან ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე პოლიციამ შემთხვევით, სხვა ადამიანების ნაცვლად დააკავა.

ადვოკატის თქმით, დაკავების მომენტში პოლიციას ფორმა არ ეცვა, მიუხედავად ამისა, მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

"მათი მიზანი იყო იმ მანიფესტანტების დაკავება, რომლებიც ფეიერვერკს ისროდნენ აქციაზე და ჩაცმულობით მოხდა მიმსგავსება ოთოსი და რატისი, რეალურად ამის გამო აედევნენ. როგორც რატიმ მომახსენა, კრიმპოლი იყო.

აღმოჩნდა ისე, რომ შეეშალათ, სხვა პირების დაკავება სურდა პოლიციას, თუმცა რეალურად, შემთხვევით, შერჩევითი მექანიზმით სხვა ადამიანები დააკავეს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ დაკავების მომენტში არც ერთ მათგანს არ ეცვა ფორმა", - ამბობს ადვოკატი.

ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. ისინი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა იმ დროს გაიტაცეს, როცა აქციიდან სახლში ბრუნდებოდნენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი