ზავი გადაიდო | ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტა ჩაიშალა

გამოქვეყნდა:

"ცახალი" ღაზას სექტორზე დარტყმებს აგრძელებს. ისრაელსა და "ჰამასს" შორის ზავი, რომელიც კვირას, 19 იანვარს ადგილობრივი დროით დილის 8:30 საათზე უნდა დაწყებულიყო, გადაიდო. მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უბრძანა ისრაელის არმიას არ შეწყვეტილიყო ცეცხლი მანამ, სანამ "ჰამასი" არ გამოაქვეყნებდა ყველა მძევლის სახელს, რომლებიც დღეს უნდა გაათავისუფლონ.

"ჰამასმა" თელ-ავივს 33 მძევლიდან მხოლოდ 30-ის გვარი გადასცა, მიზეზად „ტექნიკური სირთულეები“ დაასახელა.

ზავი მიზნად ისახავდა 15 თვიანი ომის შემდეგ ბრძოლის შეჩერებას და ღაზას სექტორში "ჰამასის" მებრძოლების მიერ დაკავებული ათობით მძევლის გათავისუფლებას და ისრაელის ციხეებში მყოფი ასობით პალესტინელის გათავისუფლებას.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა შეერთებული შტატების, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით მეომარ მხარეებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი