ამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ და მიუკერძოებელ ჟურნალისტს - მზია ამაღლობელს პრორუსი ოლიგარქის რეჟიმი 4-7 წლამდე პატიმრობით ემუქრება. რეჟიმის მსახური სასამართლო ამაღლობელს მიუდგა ისე, როგორც რეციდივისტსა და განსაკუთრებით სახიფათო დამნაშავეს და პატიმრობაში დატოვა ჩვენი კოლეგა, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში კანონის და სამართლიანობის სადარაჯოზე იდგა.
გამოცემა "ბათუმელები" მიუღებელი და უხერხული კრიტიკოსი იყო ასლან აბაშიძის რეჟიმისთვისაც და სააკაშვილის ხელისუფლებისთვისაც. თუმცა, ის რასაც დღეს ივანიშვილის რეჟიმი ჟურნალისტების წინააღმდეგ აკეთებს, ყველა წითელ ხაზს კვეთს და საქართველოში პირდაპირ ამკვიდრებს პუტინის რუსეთის სტანდარტს.
სწორედ ამიტომ მზია ამაღლობელი სასამართლოს სხდომათა დარბაზში არაერთგზის დაპატიმრებული ფილიპინელი ჟურნალისტის მარია რესას წიგნით გამოცხადდა: "როგორ დავამარცხოთ დიქტატურა?"
უფრო ვრცლად ნახეთ თეა ადეიშვილის სიუჟეტში.