ბელარუსული გაკვეთილები | ინტერვიუ ბელარუს დისიდენტ ჟურნალისტებთან

გამოქვეყნდა:

ის რაც დღეს საქართველოში ხდება, დაწყებული საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობით, გაგრძელებული ჟურნალისტებზე თავდასხმითა და პროვოკაციებით და შემდეგ უკვე მრავალწლიანი პატიმრობის მუქარით, მათი დაკავებით - ერთი-ერთში იმეორებს იმას, რაც ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმმა საკუთარ მოქალაქეებს გაუკეთა. 

მზია ამაღლობელის დაპატიმრების ისტორიაც და თბილისში მოწყობილი სისხლიანი დარბევებიც ჩვენი ბელარუსი კოლეგებისთვის ძალიან კარგად ნაცნობი სცენარია. თუმცა იქვე ისმის მათი გაფრთხილებაც, რომ დიქტატორული მისწრაფებები არათუ მოიკლებს, პირიქით, ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული რეჟიმის მადაც და ძალადობის შკალაც მხოლოდ გაიზრდება, თუკი საზოგადოება მოდუნდება და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწყვეტს. 

ინტერვიუ ბელარუს დისიდენტ ჟურნალისტებთან ზურა პეტროსიანმა ჩაწერა, თითოეულ მათგანს წლების გატარება მოუწია საპატიმროში სწორედ ჟურნალისტური საქმიანობის გამო. ისტორიები კი, რომელსაც ისინი ჰყვებიან, საგანგაშოდ იდენტურია იმისა, რასაც ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ.

უფრო ვრცლად ნახეთ ზურა პეტროსიანის სიუჟეტში. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი