რუსეთის ქალაქ ყაზანზე დრონებით შეტევა განხორციელდა. ქალაქის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. როგორც რუსული ტელეგრამის არხები აღნიშნავენ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ყაზანის ქარხნებზე თავდასხმისთვის, სავარაუდოდ, ლიუტის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს.ყაზანის ორ რაიონში - ნოვო-სავინოვსკისა და ავიასტროიტელნიში ქალაქის მცხოვრებლებმა აფეთქებების ხმა გაიგეს.
ამასთან, როსავიაცია იტყობინება, რომ ყაზანის აეროპორტი დროებით დაკეტილია თვითმფრინავების მიღებისა და გაგზავნისთვის.