ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის არსებული 300 მეტრიანი მიწისქვეშა საიდუმლო გვირაბი, რომელიც რამდენიმე დღის წინ იქნა აღმოჩენილი, დაილუქება. როგორც BBC წერს, ამის შესახებ მექსიკის სასაზღვრო უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
300 მეტრიანი გვირაბი, რომელიც საზღვრის პირას მდებარე მექსიკის სუადედ ხუარესსა და ტეხასის ელ-პასოს შორის გადის, სანიაღვრე ქსელში იყო განთავსებული და მხოლოდ გასულ კვირას იქნა აღმოჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური შეფასებით, მის აშენებას, მინიმუმ ერთი წელი დასჭირდა. გამომძიებლები ახლა ადგენენ, იცოდნენ თუ არა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი მშენებლობის შესახებ. გვირაბი მიგრანტებისა და საქონლის კონტრაბანდისთვის გამოიყენებოდა.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წინ, რომელმაც პირობა დადო, რომ თანამდებობის დაკავებისთანავე დაიწყებს არალეგალური ემიგრანტების მასობრივ დეპორტაციას, საზღვრის ორივე მხარეს უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.
ამერიკული მედიის ცნობით, შეერთებულ შტატებში ნებართვის გარეშე მცხოვრები მიგრანტების დაკავებისა და დეპორტაციის რეიდები შეიძლება დაიწყოს სამშაბათს, თეთრ სახლში ტრამპის ოფიციალური დაბრუნების მეორე დღეს.