მთავრობის ადმინისტრაციასთან "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფებიან ჟურნალისტები, ამაღლობელის მხარდამჭერები და სხვა მოქალაქეები. ისინი ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება კრიტიკული ადამიანების მიმართ რეპრესიებს ატარებს, ამაღლობელის დაკავება კი ამის ნათელი მაგალითია.