"ათასობით მსჯავრდებული ამნისტიით გამოუშვეს ყოველგვარი კვლევის, რისკების შეფასების გარეშე. ამის შედეგები მალე გამოჩნდება. ამ კანონში ყველა ის დანაშაული ჩაწერეს, რისი ჩაწერაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. როგორც ჩანს, კანონის მიღმა მაინც დარჩა ხალხი, ვინც ამნისტიით ვერ გამოუშვეს. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი.
ამდენი პირი ერთდროულად (ერთ ჯერზე) ბოლო 10 წელია არც ერთ პრეზიდენტს შეუწყალებია. არათუ ერთ ჯერზე, იშვიათად, რომელიმე წელს ამდენი მსჯავრდებული შეეწყალებინა ვინმეს. შეწყალების სტატისტიკა ასეთია: 2024 წელი - 69, 2023 - 46, 2022- 23, 2021 - 18, 2020 - 20, 2019 - 47, 2018 - 362, 2017- 548, 2016 - 579, 2015 - 730, 2014 - 555, 2013 - 857.
არასამთავრობო სექტორია "გამჭვირვალობის კანონის" მომღებმა ხელისუფლებამ იქნებ გვითხრას, რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები შეიწყალეს, რატომ, შეწყალების კომისიაში ვინ იყვნენ და როგორ მოახერხეს ეს ასე მოკლე დროში."
- წერს ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმას" წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია არალეგიტიმური პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე.