აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე რიჟვაძემ დააანონსა, რომ მზია ამაღლობელი "სასჯელს ვერ აცდება"

გამოქვეყნდა:

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს ფაქტობრივად დააანონსა, რომ მზია ამაღლობელი, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს, "სასჯელს ვერ აცდება":

"პოლიციელზე ხელის აღმართვა, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და შესაბამისად, არცერთი პროფესია არ არის ინდულგენცია კონკრეტული ადამიანისთვის, რომ პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევაში ის რაიმე სახით აცდება შესაბამის სასჯელს და პასუხისმგებლობას..." ამბობს არალეგიტიმური რიჟვაძე.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას ედავებიან და ამისთვის პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი).

მზია ამაღლობელს 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამაღლობელზე დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა და სახეში შეაფურთხა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი