"მადლობა შს მინისტრს, რომ ისეთი ღირსეული პოლიციელები ემსახურებიან აჭარას, როგორიც ბესელია და დგებუაძეა" | რიჟვაძის მადლობა მოძალადე პოლიციელებს

გამოქვეყნდა:

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მხილებულ პოლიციელებს მადლობას უხდის, ღირსეულებად მოიხსენიებს დგებუაძესა და ბესელიას და სანქცირებულ გომელაურს მადლობას უხდის. არალეგიტიმური რიჟვაძე ამბობს, რომ "ბევრი ასეთი პოლიციელი გვჭირდება".

"პოლიციელზე ხელის აღმართვა, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და შესაბამისად, არცერთი პროფესია არ არის ინდულგენცია კონკრეტული ადამიანისთვის, რომ პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევაში ის რაიმე სახით აცდება შესაბამის სასჯელს და პასუხისმგებლობას...

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შს მინისტრს, რომ ასეთი ღირსეული პოლიციელები ხელმძღვანელობენ დანაყოფებს როგორც ბათუმში, ასევე აჭარის რეგიონში როგორიც გახლავთ ბატონი გრიგოლ ბესელია, ასევე ირაკლი დგებუაძე. ასე რომ, ჩვენ ასეთი ბევრი პოლიციელი გვჭირდება, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას და აღსრულებას“,- აცხადებს რიჟვაძე.

ცნობისთვის, დგებუაძე ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაშია მხილებული. მისი და მისი ნათლიის, გრიგოლ ბესელიას სახელს  კი არაერთი გახმაურებული ძალადობა უკავშირდება.

იხილეთ:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი