აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილი დაჩქარებული ტემპით ცდილობს ქონება ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადმოიტანოს.
ივანიშვილმა პანამურ ოფშორზე Limestone Finance International-ზე რეგისტრირებული კომპანიები ქართულ სააქციო საზოგადოება "ტერაზე" გადააფორმა. რომლის რეორგანიზაციაც 31 დეკემბერს განხორციელდა. სააქციო საზოგადოებად გარდაქმნამდე "ტერა" შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენდა, რომლის დირექტორიც პაატა სულაბერიძე, 100%-იანი წილის მფლობელი კი ბიძინა ივანიშვილი იყო. ამჯერად სააქციო საზოგადოების მმართველობის ორგანო სამეთვალყურეო საბჭოა, რომლის თავმჯდომარეც ნატო ხაინდრავაა, წევრები ნოე ქინქლაძე და კახა კობიაშვილი. დირექტორი კვლავ პაატა სულაბერიძე.
2024 წლის 31 დეკემბერს სს "ტერას" გადაუფორმდა შემდეგი აქტივები: