"ტყუილია, რომ ჩემს მოვალეობას არ ვასრულებ", - ასე პასუხობს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, რომ ომბუდსმენი არ აფასებს ობიექტურად სისტემური ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი პოლიტპატიმრების საქმეებს.
"ეს ბრალდება არ არის, ეს არის მოგონილი ტყუილი, რომ არ შევაფასე, რომ ამ ადამიანებს ყურადღებას არ ვაქცევ, რომ ჩემს ფუნქციას არ ვასრულებ. ამაზე ბევრი განმარტება გავაკეთე", - თქვა იოსელიანმა.