აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან ფოტოს აქვეყნებს.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვმასპინძლობ ბოლო დღეების განმავლობაში და დღეს ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ესწრება. ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი დაეცემა. საქართველო იქნება თავისუფალი", - წერს უილსონი.