აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი იმ ადამიანების სიას აქვეყნებს, რომლებსაც, შესაძლოა, სანქციები დაეკისროთ.
უილსონი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფოტოსაც აქვეყნებს, წარწერით: "სანქციები მოდის".
"მოემზადეთ:
- ივანიშვილი
- მადურო
- ხამენეი
- ომის დამნაშავე პუტინი
- კიმ ჩენ ინი
- სი ძინ პინი
- Al Badr-ის ტერორისტები", - წერს უილსონი.
კონგრესმენმა მსგავსი შინაარსის პოსტი აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციამდეც გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "მალე ტრამპი პრეზიდენტი გახდება და ახალი სანქციები წამოვა. ივანიშვილის კორუმპირებულ ხელშემწყობებს დრო ეწურებათ".