პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ აშშ-ის კაპიტოლიუმში პირველ აღმასრულებელ ბრძანებებს მოაწერა ხელი. მანამდე, ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა „სიენენს“ განუცხადა, რომ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ კაპიტოლიუმში ხელს მოაწერდა აღმასრულებელ ბრძანებების ნაწილს, ხოლო დანარჩენებს – იმავე დღეს Capital One Arena-ზე სცენაზე გამოსვლისას.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე „რეკორდული“ რაოდენობის ბრძანებულებების ხელმოწერას გეგმავს.
დონალდ ტრამპმა, რომელმაც ნოემბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, საპრეზიდენტო ფიცი დადო და ოფიციალურად აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.