"ისტორიული დღეა, მათ შორის საქართველოსთვის. აუცილებლად აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან!" | ხაზარაძე ტრამპის ინაუგურაციაზე

გამოქვეყნდა:

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "დღევანდელი დღე ისტორიულია შეერთებული შტატებისთვის და განსაკუთრებით მნიშვენლოვანია დანარჩენი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის". 

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, საქართველო აუცილებლად აღადგენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან. 

"დონალდ ტრამპი დღეს ოფიციალურად შეუდგა ამერიკის 47-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას და ამერიკისთვის ოქროს ხანა დააანონსა. დღევანდელი დღე ისტორიულია შეერთებული შტატებისთვის და განსაკუთრებით მნიშვენლოვანია დანარჩენი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის. უკვე ვიცით, როგორია განწყობები ვაშინგტონში ივანიშვილის რუსული, არალეგიტიმური მთავრობის მიმართ, რაც არაერთხელ გაჟღერდა და დადასტურდა ოფიციალური პირების მხრიდან ჩვენთან შეხვედრისას.

თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ვიცით ახალი ადმინისტრაციის პოზიცია და დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. ვიცით, რომ ამერიკის სახით, გვყავს მტკიცე მოკავშირე და მეგობარი, ქვეყნის შემდგომი, დემოკრატიული განვითარების, თავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზაზე. ახალი არჩევნების შემდეგ, ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან! ძლიერი ამერიკა ძლიერი საქართველოა!", - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში. 

 

დონალდ ტრამპმა, რომელმაც ნოემბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, საპრეზიდენტო ფიცი დადო და ოფიციალურად აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი