ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისთვის მსჯავრდებული და ბრალდებულები შეიწყალა

გამოქვეყნდა:

დონალდ ტრამპმა 1 500 ადამიანი შეიწყალა, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისთვის არიან მსჯავრდებული და ბრალდებული - "ესენი არიან მძევლები. შეწყალება დაახლოებით 1 500-სთვის - სრული შეწყალება. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისინი დღეს საღამოს გამოვლენ", - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება. არეულობების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის პოლიციელი.

დონალდ ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ აშშ-ის კაპიტოლიუმში პირველ აღმასრულებელ ბრძანებებს მოაწერა ხელი, რომელიც მოიცავს ჯო ბაიდენის 78 აღმასრულებელი ბრძანების გაუქმებას. ასევე, საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, მათ შორის აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, აშშ-ის გასვლას პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან, ფედერალური თანამშრომლებისთვის პირადად მუშაობის ვალდებულებას და სხვა ზომებს. ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებასაც, რომლითაც აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას (WHO) დატოვებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი