ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერმინისტრი პრეზიდენტ ტრამპის მეგობარი არ არის - ასე პასუხობს ჯო უილსონი არალეგიტიმური პრემიერის, ირაკლი კობახიძის მილოცვას დონალდ ტრამპისთვის, რომელიც მან X-ზე გამოაქვეყნა.
უილსონი აღნიშნავს, რომ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და აშშ-ს მეგობარი არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ესწრებოდა ინაუგურაციას. კობახიძეს კი მალე სანქციებს უანონსებს:
"ივანიშვილის არალეგიტიმური, მარიონეტი პრემიერმინისტრი პრეზიდენტ ტრამპის მეგობარი არ არის. ის ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის პაიკია და აშშ-ის სანქციების სიაში მალე აღმოჩნდება. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და აშშ-ის მეგობარი სალომე ზურაბიშვილი იყო ინაუგურაციაზე" - წერს უილსონი.