ტრამპმა WHO-დან და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან აშშ-ის გამოსვლის შესახებ აღმასრულებელ განკარგულებებს მოაწერა ხელი

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის თანახმადაც, აშშ-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცესს იწყებს.

ხელმოწერისას ტრამომა თქვა, რომ "ეს დიდი საქმეა". მისივე განცხადებით, აშშ-მა სხვა ქვეყნებთან შედარებით არასამართლიანი თანხა გადაიხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

ტრამპის ბრძანების ტექსტში აშშ-ის გამოსვლის მიზეზებად დასახელებულია, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ "კოვიდ-19-ის პანდემიისა და სხვა გლობალური ჯანდაცვის კრიზისების არასწორი მართვა".

გარდა ამისა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, აშშ კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებასაც ტოვებს. ეს საერთაშორისო შეთანხმება გლობალურ დათბობასთან ბრძოლას ითვალისწინებს. დონალდ ტრამპმა ამ შეთანხმებაზე უარი თქვა პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც, თუმცა მისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ბაიდენმა შეცვალა და 2021 წელს აშშ პარიზის შეთანხმებაში დააბრუნა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი