პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც პლატფორმა TikTok-ზე აკრძალვის აღსრულებას 75 დღით გადაავადებს.
განკარგულების ფარგლებში ტრამპმა დირექტივა მისცა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს, არ აღასრულოს TikTok-ის აკრძალვის შესახებ ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კანონი, რომელსაც კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა და ძალაში 19 იანვარს შევიდა. წინა ადმინისტრაციის დროს მიღებული კანონის ფარგლებში, TikTok-ი ამერიკის ბაზარს არ დატოვებდა იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმას ვინმე ამერიკელი ან მოკავშირე ქვეყანა შეიძენდა.
19 იანვარს, აშშ-ში TikTok-ი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი აღარ იყო, რადგან ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კანონი ძალაში შევიდა. აპი ასევე წაიშალა Apple-ისა და Google-ის აპლიკაციების მაღაზიებიდან აშშ-ში, რის გამოც მისი ჩამოტვირთვა მიუწვდომელი გახდა.
სულ სოციალური ქსელი აშშ-ში 14 საათის განმავლობაში იყო გათიშული, რის შემდეგაც დონალდ ტრამპმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც თქვა, რომ ნებისმიერი კომპანია, რომელიც ინაუგურაციამდე TikTok-ს გათიშვის თავიდან არიდებაში დაეხმარება, ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება. მან პირობაც დადო, რომ ინაუგურაციის შემდეგ, აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერდა ხელს, რათა აშშ-ში TikTok-ის აკრძალვაზე კანონის აღსრულება დროებით გადადებულიყო.