ქუთაისის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებს ხელში სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტები უჭირავთ, რომელზეც წერია, თუ რა ბედი ელით საჯარო მოხელეებს იმ შემთხვევაში, თუ განსხვავებული აზრი გაუჩნდებათ.

აქტივისტების თქმით, არალეგიტიმური საკანონმდებლო ორგანოს მიერ საჯარო სამსახურის კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, საჯარო მოხელეები ქვეყანაში უუფლებოები რჩებიან.

"ჩვენ შენკენ ვართ, დაგვიდექით ახლა გვერდით, რომ ხვალ თქვენი დაჩაგვრა ვერავინ შეძლოს. კაბალურ კანონებს იღებს ხელისუფლება და ამას არავინ უნდა შეეგუოს", - აცხადებს აქციის მონაწილე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი