ბარსელონას პორტში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

გამოქვეყნდა:

ბარსელონას პორტში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

აფეთქება ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოების დროს ე.წ. ენერგეტიკულ ნავსადგურში მოხდა, სადაც ქიმიური ნივთიერებების, ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების დატვირთვა ხდება. აღნიშნულ რაიონში კომპანიებს უსაფრთხოების მიზნით თანამშრომლების გაყვანა დაევალათ.

საგანგებო სამსახურების ცნობით, ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი