შეერთებული შტატებისა და მოსალოდნელი ბრიტანული სანქციების ფონზე ბიძინა ივანიშვილი საკუთარი აქტივების გადარჩენის გზებს ეძებს. ოლიგარქისთვის საერთაშორისო შეზღუდვა რომ მისი იმპერიის განადგურების ტოლფასი იქნება, ცხადია და გამომდინარე აქედან, ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ქონების გადამალვას იწყებს.
საქართველოში ივანიშვილები ახალი კომპანიებს აფუძნებენ. ერთ ერთი ბოლო დაახლოებით 24 საათის წინ, ეკატერინე ხვედელიძის სახელზე დაფუძნდა. მკვლევრები ღიად ამბობენ რომ ეს არის ოლიგარქის გეგმის ნაწილი რომლითაც ის მოახლოებული მძიმე სანქციებისგან თავის დაღწევას შეეცდება.
კიდევ რა ვიცით ივანიშვილის თვითგადარჩენის გეგმის შესახებ - უფრო ვრცლად ნახეთ ნათია ტრაპაიძის სიუჟეტში.