56 სართული 47-ს ნაცვლად | ნოშიკო ნამორაძემ ცათამბჯენის შეცვლილი პროექტი მერიასთან დაჩქარებული წესით შეათანხმა

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ ბიზნესმენს, ნოშრევან ნამორაძეს თბილისის მერიამ  56 სართულიან კორპუსზე დამატებით 7 სართულის დაშენების უფლება მისცა. 

გიგანტურ  შენობას ნამორაძის კომპანია ვაკის პარკთან,  ჭავჭავაძის 49 ნომერში ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ააშენებს. პროექტი ცვლილების შემდეგ თბილისში ყველაზე უფრო მაღალი შენობა იქნება.  

ცათამბჯენი  თბილისის შუაგულში 100 მილიონ ლარად შეფასებულ ტერიტორიაზე აშენდება, რომელიც  წლების წინ "ქართულმა ოცნებამ" ნოშრევან ნამორაძეს 11 მილიონად მიყიდა.

უფრო ვრცლად ნახეთ ჟანა აკოფაშვილის სიუჟეტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი