"აშშ-ის მომავალი მინისტრებისთვის ჩემი მთავარი მესიჯის გადაცემა შევძელი: ან რუსეთისკენ შეგვათრევენ, ან გავაგრძელებთ გზას, რომელიც დამოუკიდებლობიდან საქართველოს გზა იყო" | პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

"აშშ-ის მომავალი მინისტრებისთვის ჩემი მთავარი მესიჯის გადაცემა შევძელი: საქართველო რეალურად გარდამტეხ ეტაპზე იმყოფება – ან უკან, რუსეთისკენ შეგვათრევენ, ან გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც დამოუკიდებლობის მიღებიდან საქართველოს გზა იყო.

ჩემი მთავარი გზავნილი ახალი ტრამპის ადმინისტრაციისთვის ისაა, რომ საქართველოს დღეს, ვიდრე ოდესმე, ამერიკელი მეგობრების ყურადღება სჭირდება.

ამერიკა, რომელსაც ტრამპი აღწერს როგორც ძლიერ და ეფექტიან ქვეყანას, სწორედ ის ამერიკაა, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება. ჩვენ მხოლოდ სიტყვები არ გვჭირდება – საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაში ქმედებაა აუცილებელი."

- თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Atlantic Council-ის ორგანიზებულ შეხვედრაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი