
"როგორც ქართველები იბრძვიან ევროპული გზისთვის, ჩვენი ვალია ასევე მკაფიოდ დავუჭიროთ მათ მხარი", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"მამაცი ქართველები 50 დღეზე მეტია აპროტესტებენ თავიანთი ევროპული მომავლის მოპარვას მიუხედავად "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან სისასტიკისა და ძალადობისა. სხვათა შორის, ქუჩაში გამოსული ადამიანები მათ "კრემლის ოცნების" "რუსეთის ოცნების" პარტიას ეძახის. მაშინ, როცა ქართველები იბრძვიან ევროპული გზისთვის, ჩვენი მოვალეობაა, ვიყოთ მკაფიო ჩვენს მხარდაჭერაში: პირველი - ქართველი ხალხის ერთადერთი ნამდვილი და ლეგიტიმური წარმომადგენელი და ერთადერთი აღიარებული თანამდებობის პირი არის სალომე ზურაბიშვილი, მეორე - "ქართული ოცნება" და თვითგამოცხადებული ერთპარტიული პარლამენტი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ სახელმწიფოებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რაც მოახდენს თვითდანიშნული "ქართული ოცნების" ხელისუფლების ლეგიტიმაციას", - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
ევროპარლამენტარმა ისაუბრა გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე, პოლიტპატიმარ ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე და ევროკავშირს მიმართა, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს. იუკნევიჩიენემ ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია.