"უნდა მოვითხოვოთ სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ" | ევროპარლამენტარი მალგორზატა გოშიევსკა

გამოქვეყნდა:

"უნდა მოვითხოვოთ სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ", - ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, მალგორზატა გოშიევსკამ, ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

"ორი თვეა საქართველო ჩაფლულია მასობრივ პროტესტში სასტიკი, ანტიდემოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც კიდევ ერთხელ გააყალბა არჩევნები და ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა. ხელისუფლება სასტიკი რეპრესიებით პასუხობს. საქართველო კრიტიკულ ეტაპზეა: ევროპული ღირებულებები, ან კრემლის კრიმინალური რეჟიმის ტრიუმფი. ჩვენ, ევროპარლამენტი, გვერდზე არ უნდა გავდგეთ, უნდა მოვითხოვოთ სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ამჟამინდელი მთავრობის და პარლამენტის საერთაშორისო იზოლაცია, თავისუფალი მედიის, პროევროპული ორგანიზაციების მხარდაჭერა, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება", - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი