"არ ემთხვევა, შეუძლებელია, რომ დაემთხვეს… რაღაც ვარიანტში ტრამპის ნარატივიც დაემთხვა რუსეთის ნარატივს, ამიტომ რაღაც ნარატივი შეიძლება დაემთხვეს… ჩვენ აბსოლუტურად არ ვართ პრორუსული არხი, სიგიჟეა ეს [ბრალდება]. ჩვენ შეიძლება ვაკრიტიკოთ დასავლეთი, მაგრამ ჩვენ აღარ ვართ, იმედია, ცივი ომის სიტუაციაში, რომ დასავლეთის კრიტიკისას აუცილებლად იმ წუთში რუსეთი უნდა იყო… ჩვენ დასავლეთს ვაკრიტიკებთ იქ, სადაც მიგვაჩნია, რომ დასავლეთი არასამართლიანად იქცევა საქართველოს მიმართ, ეს არის სწორი და ეს ყველამ უნდა გააკეთოს… თუ იმ მომენტში ნარატივი დაემთხვა რუსეთისას, არანაირად არ გვხდის ჩვენ პრორუსულ არხად, სიგიჟეა."
- ასე უპასუხა სამთავრობო "იმედის" მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ "რადიო თავისუფლებასთან" კითხვას, რატომ ემთხვევა "იმედის" მესიჯები რუსეთის სამთავრობო არხების ნარატივს.