სირიული გაზეთის al-Watan-ის ცნობით, სირიის ახალმა ხელისუფლებამ რუსულ კომპანია Stroytransgaz-თან ტარტუსის პორტის მართვის შესახებ საინვესტიციო შეთანხმება გააუქმა.
ხელშეკრულება 2019 წელს 49 წლიანი ვადით დაიდო. პირობების მიხედვით, მოსკოვმა პორტის მართვის უფლება 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის სანაცვლოდ მიიღო.
საბჭოთა დროიდან, რუსეთი პორტს სამხედრო მიზნებისთვის იყენებს. ტარტუსში ამჟამად განთავსებულია საზღვაო ლოჯისტიკური ცენტრი, ერთადერთი რუსული საზღვაო ობიექტი ხმელთაშუა ზღვაში.
2024 წლის ბოლოს, ასადის რეჟიმის დამხობამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსულმა გემებმა ტარტუსი დატოვეს. მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთს სურს შეინარჩუნოს თავისი ბაზები სირიაში ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც.