„თუ ევროპას სურს გადარჩენა, ის შეიარაღებული უნდა იყოს“ | ტუსკი

გამოქვეყნდა:

„თუ ევროპას სურს გადარჩენა, ის შეიარაღებული უნდა იყოს“- განაცხადა სტრასბურგში, ევროპარლამენტში  გამოსვლისას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.

ევროკავშირის ქვეყნებს თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმაც. მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოთხოვნები და დახარჯოს ბევრად მეტი თავდაცვისთვის, რუსეთის მიერ წარმოქმნილი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე.

”ჩვენი ეროვნული სადაზვერვო სამსახური გვაწვდის მონაცემებს იმის შესახებ, რომ რუსეთს შეუძლია გამოსცადოს ჩვენი თავდაცვის მზადყოფნა სამიდან ხუთ წელიწადში. აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ევროპელები საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვაზე. დროა ინვესტიციები ჩაიდოს თავდაცვაში", - დასძინა კალასმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი