გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ივანიშვილის დასანქცირების წინადადებას უკვე 20 ხელმომწერი ჰყავს

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინადადებას უკვე 20 ხელმომწერი ჰყავს. მათი შემადგენლობა მრავალპარტიულია.

ინიციატივის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკლირიმ გაერთიანებულ სამეფოს მოუწოდა, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესონ.

გაერთიანებული სამეფოს სანქციები უმკაცრესია. თუ ივანიშვილის გვარი ინგლისის შავ სიაში მოხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას გაეყინება აქტივები, ფინანსური სერვისები, რესურსები და ბაზრებზე წვდომა.

ივანიშვილი ათზე მეტ ოფშორულ კომპანიას ბრიტანეთის იურისდიქციაში მყოფ კუნძულებზე ფლობს, რომლითაც როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ასევე საქართველოშიც სხვადასხვა კომპანიებს განკარგავს. მათ შორისაა, "ქართუ ბანკი" რომელიც ოლიგარქის დასანქცირებით   საერთაშორისო ტრანზაქციებს ვერ განახორციელებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი