"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ციხეში რეჟიმის ტყვეები, მათ შორის, საბა სხვიტარიძე მოინახულა.
მან კიდევ ერთხელ ისაუბრა სხვიტარიძის შემთხვევაზე, რომელზეც ოლიგარქის პოლიციამ რამდენჯერმე იძალადა.
"საბას ამბავი უმძიმესია. ადამიანი არის ორჯერ ნაცემი, მათ შორის ქალი გამომძიებლის თანდასწრებით, ჰქონდა ტვინის შერყევა, არ უშვებდნენ საპირფარეშოში, არ მოუყვანეს ექიმი, არ მისცეს ადვოკატის მოყვანის შესაძლებლობა და მეორე ექიმმა, ასევე, ქალმა, "კაპეზეზე" უთხრა, რომ საჭირო არ იყო მისთვის სასწრაფოს გამოძახება, იმიტომ, რომ სასწრაფო დააოქმებდა არსებულ ვითარებას, ადამიანი, რომელმაც მის თვალწინ აღებინა პარკში იმიტომ, რომ ტუალეტში ამისთვისაც არ გაუშვეს.
უმძიმესი ვითარებაა, ჩვენ გვყავს მწამებელი პოლიციელები მარტო გარეთ კი არა, შიგნით, განსაკუთრებული სისასტიკით აწამებენ ადამიანებს. რეალურად, ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს ხალხი უნდა მოვიშოროთ, სხვა შანსი არ გვაქვს, ჩვენ არ გვყავს პოლიცია, რომელიც ჩვენზე ზრუნავს, პირიქით", - თქვა ნიკა გვარამიამ.
საბა სხვიტარიძე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 იანვარს დაზარალებულად ცნო.