"ანდრო ჭიჭინაძე არ მონაწილეობდა არანაირ პროექტში, რომელიც იქნებოდა პროპუტინური" | ფილმ "ნინას" რეჟისორი, ოქსანა ბუჩკოვა "ოცნების" რუსულ პროპაგანდას პასუხობს

გამოქვეყნდა:

მინდა, ნათელი მოვფინო გარკვეულ საკითხებს ჩემს ფილმში შესანიშნავი მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის მონაწილეობის თაობაზე. ჩვენ ამ ფილმს ვიღებდით 2021 წელს. მომზადება დავიწყეთ და საქართველოში ჩამოვედით 2020 წელს, ლოქდაუნის პერიოდში და ვიღებდით თებერვალსა და მარტის დასაწყისში, ანუ, ეს ხდებოდა 1 წლით ადრე უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დაწყებამდე...

ანდრო არ მონაწილეობდა არანაირ პროექტში, რომელიც იქნებოდა პროპუტინური. გარდა ამისა, კასტინგის დროს, ანდრო დაინტერესდა როგორი პოზიცია მქონდა მე პირადად და მე არასდროს დამიჭერია მხარი იმისთვის, რაც რუსეთში ხდება და ყოველთვის პრეზიდენტობის სხვა კანდიდატს ვაძლევდი ხმას, გარდა პუტინისა. ანდროსთვის ამის ცნობა იყო მნიშვნელოვანი, სანამ მუშაობას დაიწყებდა.

გარდა ამისა, მეც და ჩვენი ოპერატორიც 2022 წელს წავედით რუსეთიდან, რადგან არ შეგვეძლო, დავრჩენილიყავით ქვეყანაში, რომელმაც ომი დაიწყო უკრაინასთან. მით უმეტეს, მე უკრაინაში დავიბადე და ბევრი მეგობარი მყავს იქ და ვთვლი, რომ ეს უზარმაზარი ტრაგედიაა ჩვენი ერისთვის. ამიტომ, ანდრო ჭიჭინაძის დაკავშირება პროპუტინისტური პროექტთან სასაცილოც კი არის. ჩვენი ოპერატორი 2022 წლის 28 თებერვლიდან თბილისში ცხოვრობს, მე ვცხოვრობ ბარსელონაში და ჩვენ რუსეთიდან პროტესტის ნიშნად წამოვედით. მე მინდა, რომ ეს ყველამ გაიგოს. ანდრო შესანიშნავია ადამიანია და უნდა ამაყობდეთ, რომ ასეთი ხალხი ცხოვრობს საქართველოში".

- თქვა "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" ფილმ "ნინას" რეჟისორმა, ოქსანა ბუჩკოვამ. ამ განცხადებით ის "ქართული ოცნების" პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა. "ოცნების" პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ რეჟიმის პატიმარი ანდრო ჭიჭინაძე პროპუტინისტურ ფილმებში თამაშობდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი