ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე 2500 ლარით დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე 2500 ლარით დააჯარიმა. სამოქალაქო აქტივისტის თქმით, დაკავების ოქმი სამი პოლიციელის გინებაზე იყო შედგენილი, დღეს კი გზის გადაკეტვისთვის ჯარიმა დაუწერეს. 

“ცირკი შაპიტო გრძელდება, 
 
დაკავების ოქმი შედგენილი იყო სამი პოლიციელის გინებაზე, დღეს ისე გამოვიდა, რომ გზის გადაკეტვისთვის დამიწერეს 2500 ლარი”, – წერს მუმლაძე სოციალურ ქსელში

მიშიკო მუმლაძე პოლიციამ გასული წლის 28 ნოემბრის ღამეს, “ქართული ოცნების” ოფისთან გამართული აქციის დროს დააკავა. პოლიციელები მის დაკავებას რამდენიმე წუთის განმავლობაში, ძალის გამოყენებით ცდილობდნენ. 
 
იმ საღამოს, მიხეილ მუმლაძეს ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, ბოლოს იგი სამტრედიის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში აღმოჩნდა, საიდანაც 48 საათში გაათავისუფლეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი