გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი ფაქტი" აქვეყნებს მასშტაბურ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც რუსეთის სანქცირებული ნავთობის ევროპაში ექსპორტის სქემებსა და ამ პროცესში საქართველოს როლს შეეხება.
გამოძიების მიხედვით, 2023-2024 წლებში საქართველოდან ესპანეთში 99,000 ტონა "ქართული წარმოშობის" ნავთობი შევიდა, რომლის საერთო ღირებულება 49 მილიონ ევროს შეადგენს.
თუმცა, აღნიშნულ მონაცემებში ორი მნიშვნელოვანი საეჭვო დეტალი იკვეთება:
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შეიძლება თუ არა, ეს ყველაფერი მხოლოდ ტექნიკურ ხარვეზს მივაწეროთ, თუ საქმე გვაქვს რუსული სანქცირებული ნავთობის გაყიდვის სქემასთან, სადაც საქართველო გამოიყენება, როგორც მარშრუტის ნაწილი.
რუსეთის ნავთობის ექსპორტი და საერთაშორისო სანქციები:
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მესამე წელი გრძელდება. ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიზანი აგრესორის ეკონომიკის დასუსტება და სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდვა იყო.
2022 წლის დეკემბრიდან რუსული ნავთობის გაყიდვა ევროპის ბაზრებზე ეტაპობრივად აიკრძალა. შედეგად, 2022 წლის ბოლოსთვის ევროპაში რუსული ნავთობის პირდაპირი ექსპორტი 24%-დან 4%-მდე შემცირდა.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი ნავთობის გაყიდვას ვეღარ ახერხებს. სანქციების გვერდის ავლით, ქვეყანა ახალი მარშრუტებისა და შუამავალი ბაზრების გამოყენებაზე გადავიდა. სქემა დაახლოებით ასე მუშაობს: რუსეთი – მესამე ქვეყანა – ევროპა. ტვირთი კი იგივე რჩება.
საქართველოს როლი სქემაში:
"აი, ფაქტის" კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთი ძირითადი მარშრუტი გახდა.
საქართველოს სტატისტიკითა და საერთაშორისო ბაზების მონაცემების შედარების შედეგად იკვეთება, რომ:
ამგვარად, რუსეთი სანქცირებული ნავთობის ევროპაში გასატანად საქართველოს ტერიტორიის "შავ ხვრელად" გამოყენებას წარმატებით აგრძელებს.
"აი ფაქტი" ამტკიცებს, რომ საქართველო არა მხოლოდ რუსეთის მომმარაგებლის, არამედ სანქცირებული პროდუქციის რეალიზატორის როლსაც ასრულებს, რაც ქვეყნისთვის სერიოზულ რეპუტაციულ რისკებს ქმნის.
უფრო ვრცლად ნახეთ ჟანა აკოფაშვილის სიუჟეტში.