პარტია "თავისუფლების მოედანი" წერს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისიდან წერილი მიიღეს, რომელშიც მაკა ბოჭორიშვილი "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრადაა" მოხსენებული, სალომე ზურაბიშვილი კი - საქართველოს პრეზიდენტად.
მათი ცნობით, პარტიის წევრმა, დავით ჯინჭარაძემ ერთი კვირის წინ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისს და რამდენიმე ბრიტანელ პარლამენტარს ბათუმში მიმდინარე რეპრესიების შესახებ შეატყობინა, რომლის თვითმხილველიც თავად იყო.
"დეტალურად მოვუყევი მზია ამაღლობელის უკანონო დაჭერაზე და ირაკლი დგებუაძის თავხედობაზე. ვისაუბრე ირაკლი დგებუაძის და სხვა დამნაშავეების სანქცირებასა და დასჯის აუცილებლობაზე, ასევე, მზიასთვის და ყველა პოლიტპატიმრისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაზე", - ჯინჭარაძე.
მათივე თქმით, "წერილში ბრიტანეთი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის მხარეს დგას. სრულად არიან ინფორმირებული საქართველოში რეპრესიების შესახებ, გმობენ ძალის გამოყენებას მშვიდობიანი ხალხისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ".