პენტაგონი აშშ-მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების გაზრდისთვის 1 500 სამხედროს გზავნის

გამოქვეყნდა:

პენტაგონის განცხადებით, აშშ-მექსიკის საზღვარზე 1 500 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის პროცესი დაიწყო, რათა ამერიკის სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოების გაზრდას შეუწყონ ხელი.

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, რობერტ სალესესი ამბობს, რომ ჯარი ვერტმფრენის მეშვეობით გააკონტროლებს სიტუაციას, ასევე სასაზღვრო პატრულს ბარიერების მშენებლობაში დაეხმარება.

პენტაგონი ასევე გამოყოფს სამხედრო თვითმფრინავებს შიდა უსაფრთხოების სამინისტროსთვის, რომელმაც 5 000 დაკავებული მიგრანტის დეპორტაცია უნდა უზრუნველყოს. სალესესი აცხადებს, რომ სამხედროების რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, რადგან მისი თქმით, "ეს მხოლოდ დასაწყისია".

თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა დაამატეს, რომ დეპარტამენტი მზად არის მიაწოდოს უფრო მეტი ჯარისკაცი, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის 2000-მდე საზღვაო ქვეითი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის დღესვე განაცხადა, რომ საიმიგრაციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და გამკაცრდეს. მან აღმასრულებელი ბრძანებებით სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობაც გამოაცხადა და დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების პრინციპი უკანონო მიგრანტების შვილებისთვის გააუქმა.

ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი | მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი