ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ცერცვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ დაწერა.

ხელისუფლების უმაღლესი პირები, ცერცვაძეს გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვენ და ამიტომ, ჯერჯერობით, მისი გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ არ ხმაურდება.

ჯანდაცვის მისისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ თენგიზ ცერცვაძის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, ცერცვაძე ბათუმში ჩასვლასაც გეგმავს. 

"ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს, ბათუმში ვარ მეორე დღეა და ამ ინფორმაციას ჩვენამდე ნამდვილად არ მოუღწევია. ერთი ვიცი, რომ ბატონი თენგიზი ემზადება ბათუმში ვიზიტისთვის, ეს ინფორმაცია გაჟღერდა დღეს, ასე რომ ვერაფერს ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით"  - თქვა თამარ გაბუნიამ 

ინფექციური საავადმყოფოს დირქტორი, თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძესთან ერთად მთავარი ფიგურა იყო. ამ სამეულს "მუშკეტერებადაც" კი მოიხსენიებდნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი