"ნუ განმიმარტავთ, იმიტომ რომ უდანაშაულო ვარ" | ნიკა კაცია მოსამართლეს

გამოქვეყნდა:

ნუ განმიმარტავთ, იმიტომ რომ უდანაშაულო ვარ - ასე უპასუხა მოსამართლეს ჟურნალისტმა ნიკა კაციამ კითხვაზე, სურდა თუ არა მისთვის მისივე უფლებები განემარტა.

არც ერთ შემთხვევაში - ეს პასუხი კი რეჟიმის ტყვემ ასევე მოსამართლის შეკითხვას გასცა - გრძნობს თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. 

ნიკა კაციას საქმეზე დღეს სასამართლოში მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. პროცესი 2 საათზე მეტია გრძელდება.  დაცვის მხარე აცხადებს, რომ მტკიცებულებები კანონდარღვევითაა მოპოვებული. დღესვე იმსჯელებენ, გადავა თუ არა საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე. იგეგმება კაციასთვის შეფარდებული პატიმრობის გადახედვაც. ჟურნალისტს რეჟიმის პროკურატურა ნარკოდანაშაულს ედავება, თუმცა ნიკა კაცია ბრალს არ აღიარებს და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

იხილეთ ასევე: 

ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი | მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი