ოლიგარქის სასამართლომ, ექიმი გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის სასამართლომ, ექიმი გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა. პროცესს თავად ახობაძეც ესწრებოდა. 

სხდომაზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. თავად ახობაძე პროცესზე განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ნარკოტიკი ჩაუდეს. 

"თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ეგ რაღაც, რასაც მაბრალებენ, ჩემ ჯიბეში მე არ მომითავსებია, მათ მოათავსეს... ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ვარ და ვმუშაობდი შესაბამისი მიმართულებით, ბოლო 1 წლამდე, სანამ დედაჩემს დასჭირდებოდა ჩემი მზრუნველობა, ბოლო 1 წელი ვუვლიდი ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტს", - თქვა ექიმმა. 

ახობაძე 7 დეკემბერს, თამარ მეფის გამზირზე, მანქანით გადაადგილებისას ძალადობრივად დააკავეს. მის წინააღმდეგ ოლიგარქიულმა რეჟიმმა საქმე 260- მუხლით აღძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ბრალი 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ახობაძე ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მას პოლიციამ ჩაუდო. ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

10 დეკემბერს ოლიგარქის სასამართლომ გიორგი ახობაძეს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა

ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი | მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი