"აბსოლუტურად ყველა დაიკითხება საერთო წესების დაცვით" | პროკურორი კითხვაზე, დაიკითხება თუ არა ივანიშვილი?

გამოქვეყნდა:

"აბსოლუტურად ყველა დაიკითხება საერთო წესების დაცვით" - ამბობს პროკურორი მიხეილ სადრაძე ჟურნალისტებს კითხვაზე, დაიკითხება თუ არა ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე

"ამ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხება აბსოლუტურად ყველა , ვისაც აქვს არსებითი ხასიათის ინფორმაცია და ბუნებრივია ამ განმარტებებს მისცემს სასამართლოს" - ამბობს სადრაძე.

ე.წ. ბიტკოინების საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაიწყო. ოლიგარქი ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელს  კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება.

ბაჩიაშვილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა ბრალდებული.  

პროკურატურის ვერსიით,  ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა.

სასამართლომ ბაჩიაშვილს 2023 წლის 6 ივლისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის ღირებულების გირაო შეუფარდა. 

პროკურატურის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი ამ საქმეში დაზარალებულია.

გიორგი ბაჩიაშვილმა კი დღეს ის მუქარის წერილი გაასაჯაროვა, რომელიც მისივე თქმით, სწორედ ივანიშვილისგან მიიღო. 

ირკვევა, რომ სასამართლო განხილვის პარალელურად, ოლიგარქი ბაჩიაშვილისგან მოითხოვდა თავისუფლების სანაცვლოდ, 5000 ბიტკოინს მოითხოვდა.

წერილში, რომელიც ბაჩიაშვილის თქმით გაზაფხულზე მიიღო, განმარტებულია, რომ თუ ის მოთხოვნას არ დათანხმდება, მაშინ ივანიშვილის მხარე გამოიყენებს ყველა ბერკეტს თანხის მისაღებად და რომ სასამართლო წლის ბოლოს გადაწყვეტილებას მიიღებს.
 

ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი | მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი