თქვენ გაზარდეთ პაციენტის ავადობის და სიკვდილიანობის რისკი... არ მომეცით საშუალება, რომ დედაჩემისთვის მიმეხედა. არ მიეცით ქართველ დედას საშუალება, რომ რომ თავისი ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდით - ამ სიტყვებით მიმართა პროკურორს ექიმმა გიორგი ახობაძემ, რომელსაც დედა სწორედ მისი პატიმრობის დროს გარდაეცვალა:
"თქვენ გაზარდეთ პაციენტის ავადობის და სიკვდილიანობის რისკი... ის, რაც მე შემოგთავაზეთ აღკვეთის ღონისძიების ალტერნატივად - ვიქნებოდი მე მისამართზე - საბურთალოზე თუ ვიქნებოდი გლდანში, დანარჩენი ყველა თავისუფლება, რომლებიც შეზღუდული იყო... მათ შორის შემოგთავაზეთ, თუკი, რამე კიდევ არის, რაც გამომრჩა-თქო, დაამატეთ და მე იმას შევასრულებ-მეთქი. არცერთი არ გაითვალისწინეთ და არ მომეცით საშუალება, მიმეხედა დედაჩემისთვის...
თქვენი გადაწყვეტილებით და აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის გამო, გთვლით მკვლელად. იძულებული გავხდით, დედაჩემი გადაგვეყვანა იმდენი კონტაქტის მქონე ადგილას, ჰოსპიტალში.
არცერთი პაციენტი არ გამიშვია ამ ქვეყნიდან იმ დამატებითი ძალის გარეშე, რომელიც ყველა სამედიცინო პროტოკოლს სცდება და შეიძლება ჩემმა კოლეგებმა ზოგ შემთხვევაში ეს “წყლის ნაყვად” შემიფასონ, მაგრამ კონკრეტული ადამიანები დადიან დღეს დედამიწაზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან ცოცხლები, რომ მე 40 წუთის ნაცვლად ორი საათი არ შევწყვიტე მათი გადაუდებელი დახმარება. ასეთი კონკრეტული ადამიანები ცოცხლები დადიან, პატარა ბავშვები იყვნენ, რომლებიც დღეს თინეიჯერები არიან და თქვენ თქვენი დაუსაბუთებელი, უსისხლო და უგრძნობი გადაწყვეტილებით არ მომეცით საშუალება, ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტთან ზუსტად იგივე ნაბიჯები გადამედგა, რაც ჩემს თითოეულ პაციენტს აქვს მიღებული და ამიერიდანაც ექნება. ასეთი შინაგანი რწმენით ვარ ექიმი...
თქვენ არ მიეცით ქართველ დედას იმის საშუალება, რომ თავისი ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდით, რომელიც არის ექიმი და რომელიც მასზე ზრუნავდა. მე მინდა გკითხოთ ამხანაგო გობეჯიშვილო, თქვენ დედა ხომ გყავთ და მინდა მიხვიდეთ და კითხოთ დედას, რომ ასეთ კაცს, რაც მე აქამდე ვილაპარაკე - როგორ შეაფასებდა ამ კაცს, როგორც პიროვნებას? განაცხადა ახობაძემ სასამართლოზე
ახობაძე ივანიშვილის სასამართლომ დღესაც პატიმრობაში დატოვა.