აშშ-მა ფილიპინებში რაკეტის გამშვები სისტემა "ტაიფუნი" გადაისროლა, რომელიც შეუძლია სამიზნეებს მიაღწიოს ჩინეთსა და რუსეთში

გამოქვეყნდა:

აშშ-მა ფილიპინებში რაკეტის გამშვები სისტემა "ტაიფუნი" გადაისროლა, რომელიც შეუძლია სამიზნეებს მიაღწიოს ჩინეთსა და რუსეთში. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, სარაკეტო სისტემა, რომელიც მრავალფუნქციური რაკეტების რამდენიმე ათას კილომეტრზე გაშვების საშუალებას იძლევა, ლაოაგის აეროდრომიდან კუნძულ ლუსონის სხვა ადგილზე გადაიტანეს.

აღნიშნულ სისტემაში შედის „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები და SM-6-ის მოდელის რაკეტები, რომლებსაც 200 კილომეტრის დაშორებით საჰაერო ან საზღვაო სამიზნეების განადგურება შეუძლიათ.

ფილიპინების მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, რაკეტის გამშვების გადაადგილება ხელს შეუწყობს იმის შეფასებას, რამდენად ეფექტურად და სწრაფად შეიძლება სარაკეტო ბატარეის გადაყვანა ახალ პოზიციაზე და მზადყოფნაში მოყვანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი