ქალი პოლიტიკოსები მზია ამაღლობელის საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციებს წერილით მიმართავენ

გამოქვეყნდა:

პოლიტიკოსები, პარტია საქართველოსთვის წარმომადგენელი, თეონა აქუბარდია, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრი, თამარ კორძაია და ძლიერი საქართველოს წარმომადგენელი, სალომე სამადაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ დაპატიმრებული ჟურნალისტის, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციებს წერილით მიმართავენ.

"დღეს, ჩვენ გვაქვს წერილი, რომელსაც ვუგზავნით საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც მედიათავისუფლებასა და ჟურნალისტების უფლებებზე მუშაობს, ევროკავშირსა და ყველა ჩვენს პარტნიორს, ვისთვისაც ქართველი ხალხის ბრძოლა დემოკრატიისთვისა და ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია. ამ წერილს ყველა ის ქალი პოლიტიკოსი უერთდება, რომელიც მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარულია. ერთობლივად, წერილით ვითხოვთ, მის გათავისუფლებას, ისევე, როგორც იმას, რომ შეწყდეს ზეწოლა და რეპრესიები მედიის მიმართ. გათავისუფლდეს მზია საპატიმროდან, როგორც ყველა პატიმარი.

განცხადების ავტორები: თეონა აქუბარდია, თინა ბოკუჩავა, ხატია დეკანოიძე, სოფო ჯაფარიძე, ეკა ხერხეულიძე, ელენე ხოშტარია, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, ანა წითლიძე, ქეთევან თურაზაშვილი", - თქვა აქუბარდიამ.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს, მას შემდეგ, რაც ამაღლობელმა დგებუაძეს სილა გააწნა. სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ასევე, 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციომ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი