"მინდა ვუთხრა ყველა პატიმრის დედას, ჩვენ, მშობლები, აუცილებლად გადავცურავთ ზღვას", - ამის შესახებ პოლიტიკური შიგნით დაპატიმრებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი დეა მამისეიშვილთან ერთად" განაცხადა.
"ემოციებით ვარ გადავსებული, სიტყვებიც არ მყოფნის ეს ისეთი ემოციური იყო. საოცრება, სასწაული. მადლობა ყველას. ნაცნობს უცნობს, საზოგადოებას და მადლობა "ახალ თეატრს", რომელიც მე ვფიქრობ, უკვე ისტორიაშია შესული. ეს იყო თანადგომა ყველა პატიმრის მიმართ, ეს იყო მანიფესტი ყველა პატიმრის მიმართ, ეს იყო საოცარი სანახაობა. ძალიან ემოციური ტექსტები და საოცრება იყო მართლა.... მე მინდა ვუთხრა ყველა პატიმრის დედას, ჩვენ, მშობლები აუცილებლად გადავცურავთ ზღვას. მე ვფიქრობ, რომ ანდრო ძალიან ბედნიერია ახლა. ალბათ, ისიც ემოციებისგან არის გადავსებული. ამ სფეროში ვარ და ბევრი სპექტაკლი მინახავს, ასეთი სპექტაკლი, ყველა გაგებით, მე არასოდეს მინახავს. ასეთი თანადგომა რომ არა, მე ალბათ დავწვებოდი და ვეღარ ავდგებოდი", - თქვა ლიკა გუნცაძემ.