ივანიშვილის სასამართლომ გიორგი ოკმელაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ოკმელაშვილს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ნარკოტიკული საშუალებების შენახვის თაობაზე  ბრალი მას  მოუხსნეს.

ოკმელაშვილის ადვოკატმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მოსამართლეს დიდი ხანია მიღებული აქვს და დღევანდელი სხდომა მხოლოდ ფორმალობა იყო. მისივე თქმით, პროცესები ხელოვნურად გაიწელა, რათა სალომე ზურაბიშვილს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ვერ მოესწრო ოკმელაშვილის შეწყალება. უფლებადამცველის თქმით, გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრდება, თუმცა დაცვის მხარეს არც მეორე ინსტანციისგან აქვს ობიექტურობის იმედი. 

სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელი, რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილი გასული წლის 15 მაისს დააკავეს. 
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი