როდესაც დამნაშავეები აგზავნიან მორიგების წერილს, ეს არის გამოძალვა; ჩაკეტილი ვარ ქვეყანაში, დაყადაღებული მაქვს ყველაფერი და მემუქრებიან სასჯელით | ბაჩიაშვილი

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე პროცესი განახლდა. სხდომაზე  დღეს  პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევაა დაგეგმილი. ბრალდების მხარე სამ მოწმეს წარმოადგენს, მათ შორისაა ოლიგარქის წარმომადგენელი თემო ციკვაძე, რომელიც ამ წუთებში იკითხება. 

მან გუშინ თავის ფეისბუქ-პოსტში დაადასტურა, რომ ივანიშვილმა სწორედ მისი ხელით ბაჩიაშვილს წერილი გაუგზავნა და მისგან კრიპტოვალუტა მოითხოვა. ისევე როგორც გუშინ, დღესაც გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. 

"როდესაც დამნაშავეებს ჰყავთ ადამიანი გატაცებული და ისინი აგზავნიან მორიგების წერილს, ეს არის გამოძალვის წერილი. მე ვარ ყველანაირი კანონის გარეშე აქ, ამ ქვეყანაში ჩაკეტილი, მაქვს დაყადაღებული ყველაფერი და მემუქრებიან სასჯელით. შესაბამისად, ეს არის ჩვეულებრივი გატაცება და მუქარა გამოძალვის მიზნით" თქვა ბაჩიაშვილმა ივანიშვილის წარმომადგენლის პასუხად. 

ბაჩიაშვილს ბრალად ედება დიდი ოდენობით  ბიტკოინების მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის განცხადებით, მითვისების მომენტში – 2017 წელს, 40 მილიონამდე ამერიკულ დოლარს შეადგენდა. პროკურატურის ბრალდების თანახმად, საქმეში დაზარალებული ბიძინა ივანიშვილია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი