სანქცირებული გომელაურის შსს-მ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში არამართლზომიერ შეღწევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, დილიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში - ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, გადახდის აპარატებიდან საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები, ზვიად გამსახურდიას და ზურაბ ჟვანიას ისტორიული ფრაზები, ასევე ოლიგარქის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი და "ოცნების" წევრების უხამსი გამონათქვამები ისმოდა.
იხილეთ: